პოლიტიკა

ანა ბუჩუკურის თქმით, ტურისტის წინააღმდეგი მათი გუნდი არ არის, მაგრამ ეს არის პროვოკაცია რუსეთის მხრიდან, რისკები იზრდება და რაღაც რომ მოხდეს, ხელისუფლება ვეღარ და აღარ გადააზღვევს

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის ანა ბუჩუკურის თქმით, ტურისტის წინააღმდეგი მათი გუნდი არ არის, მაგრამ ეს არის პროვოკაცია რუსეთის მხრიდან, რისკები იზრდება და რაღაც რომ მოხდეს, ხელისუფლება ვეღარ და აღარ გადააზღვევს. მან ასევე შეაფასა გუშინდელი აქცია.

„როცა მოვლენების შეფასებას ვახდენთ, მიმაჩნია, რომ პოლიციაზე ისრის გადატანა სწორი არ არის და ხელისუფლებაზე უნდა ვისაუბროთ, მაგალითად, პერსონალურად ივანიშვილის და “ოცნების” პასუხისმგებლობაზე. პოლიციას იყენებენ როგორც ინსტრუმენტს. ძალიან მძიმე სანახავი იყო დაკავებები. როცა ვსაუბრობთ რისკებზე, ამ რისკებზეც არის საუბარი. როცა უკონტროლოდ ხდება კრუიზის შემოსვლა, ქორწილის გადახდა, ტურისტის წინააღმდეგი ჩვენი გუნდი არ არის, მაგრამ ეს ხომ ყველასთვის გასაგებია, რომ ეს არის პროვოკაცია, მათ შორის, რუსეთის მხრიდან და ძალიან დიდი რისკის შემცველია ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე. ამიტომ ვითხოვდით და დღესაც ვითხოვთ, რომ ეს მიგრაცია გასაკონტროლებელია, რადგან რისკები გვეზრდება და ჯვარი გვწერია და რაღაც რომ მოხდეს, ამ რისკებს ვერ და აღარ გადააზღვევს ხელისუფლება, რომ მოინდომოს, ფიზიკურად ვეღარ გადააზღვევს, მერე სად მივდივართ?!”- განაცხადა ბუჩუკურმა.

ამასთან, ბუჩუკური აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების პროტესტის ფორმები გუშინდელ საპროტესტო აქციაზე, სადაც სოჭიდან ლაინერის შემოსვლას აპროტესტებდნენ, მისთვის მიუღებელია.

“მე ვნახე “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების მხრიდან პროტესტის ფორმები, როგორიც საბოლოო ჯამში, ბიძინა ივანიშვილს და” ქართული ოცნების” პროპაგანდას ეხმარება, არ ვიცი ვერ იაზრებენ ამას თუ განგებ აკეთებენ,”- აცხადებს ბუჩუკური.

ასევე ნახეთ

ლევან ხაბეიშვილი – პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ქართველის ადგილი არის რუსთაველზე 28 აპრილს იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ქართველის ადგილი არის რუსთაველზე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია