პოლიტიკა

2022 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებს 25 ბრალდებული/მსჯავრდებული აბარებს

პენიტენციური დაწესებულებებიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 25 ბრალდებული/მსჯავრდებული მონაწილეობს, რომელთაგან ექვსი არასრულწლოვანია, – ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს,

მათივე ცნობით, ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. მსჯავრდებული აბიტურიენტებისთვის საგამოცდო ცენტრებში მოწყობილია შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

„სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის მსჯავრდებულთათვის უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობა პრიორიტეტულია. ამ მიზნით, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, ციფრული უნივერსიტეტი ამოქმედდება, რაც მსჯავრდებულებს ავტორიზებულ უნივერსიტეტებში დისტანციური სწავლების შესაძლებლობას მისცემს.

სპეციალური პენიტენციური სამსახური თითოეულ აბიტურიენტს წარმატებას უსურვებს“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე ნახეთ

4100 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე პირებისთვის შესაძლოა აზარტული თამაშები აიკრძალოს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ აპირებს, რომ 4100 ლარზე ნკლები შემოსავლის მქონე პირებისთვის აზარტული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია