პოლიტიკა

2023 წლიდან საქართველოში Starlink-ი დაიწყებს ოპერირებას

2023 წლიდან, საქართველოში მსოფლიოს წამყვანი კომპანია SpaceX-ის პროექტი Starlink-ი დაიწყებს ოპერირებას, რომელიც თანამგზავრული სისტემებით მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი ინტერნეტის მიწოდებას უზრუნველყოფს.

საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანა გახდება, რომელშიც SpaceX-ის პროექტი Starlink-ი დაიწყებს ოპერირებას. პირველ ეტაპზე, Starlink-ის ინტერნეტი საქართველოს მასშტაბით არსებულ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ყველა ტექნოპარკს მიეწოდება.

ქვეყნის მასშტაბით სწრაფი ინტერნეტის ამოქმედება ხელს შეუწყობს საჯარო სერვისების გაუმჯობესებას, განათლების დონის ამაღლებას, ინტერნეტის მიწოდებას იმ სკოლებში, სადაც დღეს არ არის, უსაფრთხოების დონის გაზრდას და ახალი შესაძლებლობების გაჩენას, მათ შორის იმისთვის, რომ შეიქმნას საინფორმაციო ტექნოლოგიების კითხით ახალი პროდუქტები. ამასთან, თანამგზავრული ინტერნეტი ხელს შეუწყობს ციფრული ბიზნესის განვითარებასა და საერთაშორისო IT კომპანიებისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნას.

SpaceX-მა საქართველოში Starlink-ის პროექტით შემოსვლისა და საქმიანობის დაწყებით დაინტერესება გასულ წელს, ლოს ანჯელესში კომპანიის სათავო ოფისში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილსა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძესთან შეხვედრის შემდეგ გამოთქვა. სწორედ აღნიშნული შეხვედრის შემდგომ აქტიური თანამშრომლობის შედეგად, ცოტა ხნის წინ, საქართველოში Starlink-ის რეგისტრაციისა და ავტორიზაციის პროცესი დასრულდა.

ილონ მასკის დაარსებული კომპანია SpaceX-ის პროექტი Starlink-ი გლობალური თანამგზავრული სისტემაა, რომლის მიზანიც მაღალი სიჩქარის ინტერნეტის მიწოდებაა ნებისმიერ ადგილში, მათ შორის მიუწვდომელ და მაღალმთიან დასახლებებში.

ასევე ნახეთ

მამუკა მდინარაძე – გლობალური ომის პარტიას რაც შეეხება , ესენი არიან ძალები, რომლებიც დგანან მეორე ფრონტის ინტერესის უკან

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე  აცხადებს, რომ საქართველოში მეორე ფრონტის ინტერესის უკან დგანან კონკრეტული ძალები, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია