პოლიტიკა

20 ივლისს 21:00 სთ-დან 21 ივლისის 09:00 სთ-მდე ქობულეთის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის 28-ე კმ-ზე მდებარე საავტომობილო გვირაბში, განათების სისტემაში არსებული დაზიანების აღმოსაფხვრელად შესასრულებელი სამუშაოების გამო, საჭიროა საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვა 2022 წლის 20 ივლისს 21:00 სთ-დან 21 ივლისის 09:00 სთ-მდე.

საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტით მოძრაობა გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზაზე, ქ. ქობულეთის გავლით.

ასევე ნახეთ

პროკურატურამ ბებიას 2 წლამდე შვილიშვილის tik-tok ლაივში ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ბებიას ბრალდება 1 წლის და 2 თვის შვილიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, წარუდგინა. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია