პოლიტიკა

31 მაისს პოლიციელის დღე აღინიშნება

დღეს, 31 მაისს პოლიციელის დღეა. პოლიციის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის წინ, საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს. ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების საზეიმო მსვლელობა გაიმართება.

ცერემონიალს ესწრება შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი ვაჟა სირაძე, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მთავრობის სხვა წევრები და პარლამენტარები.

ცერემონიალს ასევე ესწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც.

 

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს რომში შეხვდნენ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, რომში პაპ ფრანცისკესდაკრძალვამდე, ხანმოკლე შეხვედრა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია