პოლიტიკა

აშშ-ის ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად, „ალ ქაიდას“ ლიდერი მოკლეს

აშშ-ის ძალებმა ავღანეთში ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-ქაიდას“ ლიდერი აიმან ალ ზავაჰირი მოკლეს, რომელიც სხვა თავდასხმებთან ერთად, 11 სექტემბრის ტერაქტის დაგეგმვაში მონაწილეობდა. აშშ-ის სპეცსამსახურები მას 2001 წლიდან ეძებდნენ.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაადასტურა მანამდე მედიით გავრცელებული ცნობები, რომ ავღანეთში მოკლულია ტერორისტული დაჯგუფების, „ალ-ყაიდას“ ლიდერი აიმან ალ-ზავაჰირი.

ამერიკელებისადმი ვიდეომიმართვისას პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკან არასდროს იხევს, სამართალი აღსრულდა და ტერორისტების ეს ლიდერი აღარ არის.

ჯო ბაიდენის თქმით, ის როგორც მთავარსარდალი პასუხისმგებელია, რომ აშშ იყოს უსაფრთხოდ და მისი ადმინისტრაცია გააგრძელებს „ალ-ყაიდასგან“ ნებისმიერი ადგილიდან მიმდინარე საფრთხეების განეიტრალებას.

აიმან ალ ზავაჰირი „ალ-ქაიდას“ 2011 წელს, ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ მართავდა

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზას სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, რომელიც ომს დაასრულებს, და არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია