პოლიტიკა

აშშ-ის, ბრიტანეთისა და ავსტრალიის ლიდერებმა წყალქვეშა ნავების შესახებ შეთანხმება გამოაცხადეს

სან-დიეგოში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის ლიდერების შეხვედრა გაიმართა, რომელზეც სამ ქვეყანას შორის წყალქვეშა ნავების შესახებ შეთანხმების დეტალები გასაჯაროვდა.

სამმხრივი შეთანხმების ფარგლებში, აშშ ავსტრალიისთვის, სულ მცირე, სამ ბირთვულ წყალქვეშა ნავს ააგებს. მოკავშირეები ასევე იმუშავებენ ერთად ახალი ფლოტის შექმნაზე მოწინავე ტექნოლოგიების, მათ შორის, დიდ ბრიტანეთში „როლს როისის“ მერ დამზადებული რეაქტორების გამოყენებით.

აშშ-ის, ავსტრალიისა და დიდი ბრიტანეთის შეთანხმება მიმართულია ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის გავლენისთვის წინააღმდეგობის გასაწევად.

სან-დიეგოში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ წყალქვეშა ნავები არ იქნება აღჭურვილი ბირთვული იარაღით და საფრთხეს არ შეუქმნის ავსტრალიის გადაწყვეტილებას, იყოს არაბირთვული ქვეყანა.

ჯო ბაიდენის, რიში სუნაკისა და ენტონი ალბანიზის მიერ გასაჯაროებული შეთანხმების მიხედვით, მიმდინარე წლიდან ავსტრალიის სამეფო სამხედრო-საზღვაო ძალების წევრები განთავსდებიან ამერიკულ და ბრიტანულ საზღვაო ბაზებზე, რათა შეიძინონ წყალქვეშა ნავების გამოყენებისთვის აუცილებელი უნარები. 2027 წლიდან აშშ და ბრიტანეთი დასავლეთ ავსტრალიაში, პერტში განათავსებენ მცირე რაოდენობის წყალქვეშა ნავებს, ვიდრე ავსტრალია ამერიკისგან შეიძენს სამ წყალქვეშა ნავს 2030-იანი წლების დასაწყისში, დამატებით ორი ნავის შეძენის შესაძლებლობით.

ასევე ნახეთ

დევიდ კამერონი – დასავლეთს საკმარისი არ გაუკეთებია უკრაინის მხარდასაჭერად

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ კამერონი მიიჩნევს, რომ დასავლეთს საკმარისი არ გაუკეთებია უკრაინის მხარდასაჭერად. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია