პოლიტიკა

აშშ-ში $300 მილიონიანი თაღლითური პირამიდის ერთ-ერთი შემქმნელი საქართველოში ცხოვრობდა

აშშ-ის ფასიანი ქაღალდების და ბირჟის კომისიამ Forsage-ის თაღლითური კრიპტოპირამიდის სქემის შექმნისა და პოპულარიზაციისთვის ბრალი 11 ადამიანს წარუდგინა. 

სქემის შედეგად მათ $300 მილიონზე მეტი მიიღეს ადამიანებისგან მთელი მსოფლიოდან, აშშ-ის ჩათვლით. 

კომისიის პრესრელიზის მიხედვით, Forsage-ის დამფუძნებლები საქართველოში, რუსეთსა და ინდონეზიაში ცხოვრობდნენ, ასევე, 3 მათგანი აშშ-ში იმყოფებოდა. ასევე, არაერთი ადამიანი სქემაში ჩართული იყო აშშ-ის, სულ მცირე, 5 სხვადასხვა შტატიდან. 

აშშ-ის ფასიანი ქაღალდების და ბირჟის კომისიის განცხადებით, საქართველოში ერთ-ერთი ბრალდებული, ვლადიმირ ოხოტნიკოვი ცხოვრობდა. 

SEC-ის საჩივრის მიხედვით, 2020 წლის იანვარში სწორედ ვლადიმერ ოხოტნიკოვმა, მიხაილ სერგეევმა, სერგეი მასლაკოვმა და კიდევ ერთმა ადამიანმა, რომლის სახელიც დაკონკრეტებული არ არის, ჩაუშვეს ვებგვერდი Forsage.io, რომელიც მილიონობით საცალო ინვესტორს საშუალებას აძლევდა, განეხორციელებინათ ტრანზაქციები ჭკვიანი კონტრაქტების საშუალებით. 

ოპერირება Ethereum, Tron და Binance ბლოკჩეინებზე ხდებოდა. Forsage, სავარაუდოდ, ფუნქციონირებდა, როგორც პირამიდული სქემა ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. მასში ინვესტორებმა მიიღეს მოგება სქემაში სხვების დაქირავებით.

ასევე ნახეთ

დიდი შვიდეული – „ჩვენ სრულ მხარდაჭერას გამოვხატავთ ისრაელისა და მისი ხალხის მიმართ და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას მისი უსაფრთოებისადმი

დიდი შვიდეულის ლიდერებმა დაგმეს ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმა და ამის შესახებ საერთო განცხადებაც გაავრცელეს. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია