აშშ-ის პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ჩიკაგოს სიახლოვეს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ აღლუმზე სროლის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი.
„მინდა, წუთიერი დუმილით მივაგო პატივი ილინოისში მოკლული ექვსი ადამიანის ხსოვნას. ჩვენ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს, რომ ასეთი შემთხვევები აღარ მოხდეს და სიტუაცია კონტროლს დაექვემდებაროს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.