პოლიტიკა

BBC: იაპონიის ყოფილი პრემიერმინისტრი, რომელსაც დღეს ესროლეს, გარდაიცვალა

BBC იაპონურ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ქვეყნის ყოფილი პრემიერმინისტრი სინძო აბე, რომელსაც დღეს ესროლეს, გარდაიცვალა.

სინძო აბეს თავს დღეს დაესხნენ. ქალაქ ნარაში ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს, უცნობმა კაცმა მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ ესროლა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 41 წლის თავდამსხმელი პოლიციამ ადგილზე დააკავა. როგორც მედია წერს, მას ადგილიდან გაქცევა არ უცდია. უცნობია მომხდარის მოტივი.

სინძო აბე იაპონიის პრემიერმინისტრის თანამდებობას ყველაზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში იკავებდა. მან პრემიერმინისტრის პოსტი 2020 წელს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა.

ასევე ნახეთ

ჰააგის სასამართლომ ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერი გასცა

ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ისრაელის პრემიერი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, ქვეყნის თავდაცვის ყოფილი მინისტრი იოავ გალანტი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია