პოლიტიკა

ბელგიაში ვატერლოოს ბრძოლისას დაღუპული ჯარისკაცებს ჩონჩხები აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა ბელგიაში, 1815 წელს, ვატერლოოს ბრძოლის დროს დაღუპული ჯარისკაცებისა და ცხენების ჩონჩხები აღმოაჩინეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ეს „ძალიან იშვიათი“ აღმოჩენაა და გათხრებს გაგრძელებაა საჭირო. გათხრებს გლაზგოს უნივერსიტეტთან არსებული ბრძოლის ველის არქეოლოგიის ცენტრის სპეციალისტები აწარმოებენ.

ვატერლოოს ბრძოლა 1815 წლის 18 ივნისს გაიმართა და ნაპოლეონის ომებს დასასრულს აღნიშნავს. საფრანგეთის არმია ნაპოლეონის მეთაურობით ბრიტანეთისა და პრუსიის ძალებმა დაამარცხეს. ბრძოლის ველზე ათობით ათასი ადამიანი დაიღუპა, თუმცა ამ დრომდე მხოლოდ რამდენიმე მათგანის ნეშტია აღმოჩენილი. მე-19 საუკუნის ქრონიკებს თანახმად, ბრძოლის შემდეგ უამრავი დაღუპულის ძვალი შეაგროვეს, დაფქვეს და ფერმებზე სასუქად იყენებდნენ.

ასევე ნახეთ

გაერო-ს უშიშრობის საბჭოს მიერ მიიღებულ რეზოლუციას, რომელიც ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითვალისწინებს, ამერიკამ ვეტო არ დაადო

გაერო-ს უშიშრობის საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და მძევლების უპირობოდ გათავისუფლებას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია