პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა

“ქართული ოცნების” რიგით მე-7 ყრილობის მთავარი მოვლენად ბიძინა ივანიშვილის განცხადება პოლიტიკაში მესამედ მოსვლის შესახებ გახდა. პარტიის დამფუძნებლის გადაწყვეტილება ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ივანიშვილის

დაბრუნების შესახებ ყრილობის დელეგატთა ნაწილისთვის სიახლე იყო, საზოგადოებისთვის ცნობილი კი ტელეეკრანებიდან  გახდა, როცა კადრში ყოფილი პრემიერი პარტიის ლიდერებთან ერთად გამოჩნდა.

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზებზე საკუთარ მიმართვაში დეტალურად ისაუბრა. რთული გამოწვევები, ეროვნული მიზნების შესრულება, ოპოზიციის სისუსტე და, ამ ფონზე, მმართველ პარტიაში დაპირისპირებისა და კორუფციის რისკები, რაც დაზღვევას საჭიროებს – ეს არის ბიძინა ივანიშვილის თქმით მისი დაბრუნების მთავარი მიზეზები.

ბიძინა ივანიშვილი, როგორც პარტიის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი, ამბობს, რომ თავმჯდომარის უფლებამოსილებებს არ შეითავსებს. განმარტავს, რომ მისი მიზანი საარჩევნოდ გუნდის გაძლიერება არ არის, რადგან ამის საჭიროება მმართველ პარტიას არ აქვს. გადაწყვეტილების მოტივად ასახელებს პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე ეროვნული ამოცანების შესასრულებლად, რაც, მისივე თქმით, ევროკავშირში გაწევრიანებასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას უკავშირდება.

ივანიშვილის თავის გამოსვლაში შეეხო არა მხოლოდ მომავალს, არამედ წარსულსაც – დაასახელა თარიღების და მიზეზები, რის გამოც პოლიტიკაში რამდენჯერმე მოუწია დაბრუნდა. თუმცა, ბიძინა ივანიშვილს “ნაციონალურ მოძრაობაზე” არ უსაუბრია.

მან ოპონენტებიდან პერსონალურად ახსენა, გიორგი გახარია იყო და ის გუნდის ღალატში საჯაროდ დაადანაშაულა.

დარბაზში ტაშით მიესალმნენ განახლებული პოლიტსაბჭოს შემადგენლობის გამოცხადებასაც. პარტიის წესდებაში ცვლილებაც შევიდა და, 20-ის ნაცვლად, 15 წევრი დაამტკიცეს. ყველა მათგანი პოლიტიკური საბჭოს ძველი წევრია. საბჭოში თანამდებობრივად შედის პარტიის თავმჯდომარეც.

“ქართული ოცნების” ყრილობის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში პარტიის საპატიო თავმჯდომარედ დაბრუნდა.

ასევე ნახეთ

გიორგი ამილახვარმა საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა დატოვა

საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი თანამდებობიდან გადადგა.აღნიშნულის შესახებ ამილახვარმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც …

ჩანთების ონლაინ მაღაზია