პოლიტიკა

ცხოვრების ღირებულების ინდექსის მიხედვით თბილისი 396-ე ადგილზე, ხოლო ბათუმი – 446-ე ადგილზეა

კვლევითი პორტალზე ნუმბეო 2022 წლის პირველი ნახევრის ცხოვრების ღირებულების ინდექსი გამოქვეყნდა. საქართველო ყველაზე დაბალი ფასების მქონე ქვეყნების ათეულში, ბოლოდან მეშვიდე ადგილზეა.

ცხოვრების ღირებულების ინდექსი გამოთვლილია ფასების დონის გათვალისწინებით, საქონლისა და მომსახურების ძირითად სახეობებზე, კვების პროდუქტების, რესტორნების, ტრანსპორტის და კომუნალური მომსახურების ჩათვლით. საქართველოს შემდეგ მოდის ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა: უზბეკეთი, ავღანეთი, ინდოეთი, ყირგიზეთი, ლიბია, პაკისტანი. 138 ქვეყანას შორის საქართველო 28.5 ინდექსით 132 ადგილზეა.

ცხოვრების ღირებულების ინდექსის მიხედვით ყველაზე ძვირადღირებული ქვეყნების TOP-10 ასე  გამოიყურება:

1.ბერმუდი

2.შვეიცარია

3.ნორვეგია

4.ისლანდია

5.დანია

6.ლუქსემბურგი

7.იაპონია

8.ისრაელი

9.ბაჰამის კუნძულები

10.სინგაპური.

ცხოვრების ღირებულების ინდექსის მიხედვით ყველაზე იაფი ქვეყნების ათეული ასე გამოიყურება:

10.ნეპალი

9.ალჟირი

8. ზამბია

7. საქართველო

6. უზბეკეთი

5. ავღანეთი

4. ინდოეთი

3.ყირგიზეთი

2. ლიბია

1.პაკისტანი.

რაც შეეხება ქალაქებს, „ნუმბეოს“ პორტალზე თბილისი 510 ქალაქს  შორის თბილისი 36,53 ინდექსით 396 ადგილზეა, ხოლო ბათუმი 31, 94 ინდექსით 446 ადგილზეა.

ცხოვრების ღირებულების ინდექსის მიხედვით ყველაზე ძვირადღირებული ქალაქების TOP-10 ასე გამოიყურება:

1. ჰამილტონი, ბერმუდა

2. ბაზელი, შვეიცარია

3. ციურიხი, შვეიცარია

4. ზუგი, შვეიცარია

5. ლოზანა, შვეიცარია

6. ბერნი, შვეიცარია

7. ჟენევა, შვეიცარია

8. ჰონოლულუ, შეერთებული შტატები

9. სანტა ბარბარა, შეერთებული შტატები

10. ნიუ იორკი, შეერთებული შტატები.

ცხოვრების ღირებულების ინდექსის მიხედვით ყველაზე იაფი ქალაქების ათეული ასე გამოიყურება:

10. ჩენაი, ინდოეთი.

9. კოიმბატორი, ინდოეთი

8. ბუკარამანგა, კოლუმბია

7. ლაჰორი, პაკისტანი

6. კარაჩი, პაკისტანი

5. სლამაბადი, პაკისტანი

4. რავალპინდი, პაკისტანი

3.მულტანი, პაკისტანი

2. ფეისალაბადი, პაკისტანი

1. ფეშავარი, პაკისტანი

ასევე ნახეთ

სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 38 გრადუსამდე მოიმატოს

23-25 აპრილს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 25 აპრილს ცხელი და ქარიანი ამინდი იქნება, ამის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია