პოლიტიკა

დონალდ ტრამპს ბრალი 34 მუხლით წაუყენეს

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს ბრალი წარუდგინეს 34 სხვადასხვა მუხლით. პროკურატურის თქმით, ტრამპი უკანონო გეგმაში იღებდა მონაწილეობას, რომელიც მისი 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიისთვის საზიანო ინფორმაციის ჩახშობას ისახავდა მიზნად, ასევე ბრალად ედება ბიზნეს დოკუმენტაციის გაყალბება და პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის დუმილის სანაცვლოდ თანხის გადახდა.

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებები მოისმინა და თავი უდანაშაულოდ ცნო.

„ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ქვეყანა. ღმერთმა დაგლოცოთ ყველა. მე არასდროს მეგონა, რომ ასეთი რამ მოხდებოდა ამერიკაში. ერთადერთი დანაშაული, რომელიც ჩავიდინე, ჩემი ქვეყნის უშიშრად დაცვაა მათგან, ვისაც მისი განადგურება სურთ,” – განაცხადა ტრამპმა

მისი მტკიცებით, პროკურატურა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მისი კანდიდატურის დამარცხებას ისახავს მიზნად.

დონალდ ტრამპის საქმეზე მორიგი სასამართლო მოსმენა 4 დეკემბერს გაიმართება.

ასევე ნახეთ

ირაკლი კობახიძე – ქართველი ხალხის დასჯას ვერავინ ვერ გაბედავს

ქართველი ხალხის დასჯას ვერავინ ვერ გაბედავს. საუბრობენ კანდიდატის სტატუსის შეჩერებაზე. თვითონ საუბრობდნენ ამდენი ხნის განმავლობაში, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია