Breaking News

ეს იყო პოლარიზაციის, რადიკალიზაციის და დესტრუქციულობის მაგალითი – ხატია დეკანოიძე პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე

ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე, პარლამენტში პრემიერ-მინისტრის გუშინდელ მოხსენებაზე ამბობს, რომ ეს იყო რადიკალიზაციის და დესტრუქციულობის მაგალითი. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა თავის თავს გადააჭარბა.

„ეს იყო პოლარიზაციის, რადიკალიზაციის და დესტრუქციულობის მაგალითი. ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ 11 წელზე საუბარი და ეს იყო არანაირი სიახლის შეთავაზება საზოგადოებას; ეს იყო ზიზღის შემცველი ენა იმდენად, რამდენადაც ღარიბაშვილმა თავის თავსაც გადააჭარბა. თუ ვინმეს სურს პოლარიზაციის გაღრმავება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნება“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მისი აზრით, წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობა კიდევ უფრო გამძაფრდება.

„ეს იქნება ძალიან სერიოზული ორგანიზებულობა, წახალისება, საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრების ჩართვა ამ ძალადობაში, ასევე ეს იქნება სუს-ის მიერ ორგანიზებული ძალადობის მთელი სპექტრი. ამიტომ ველოდები ამ ძალადობის კიდევ უფრო გააქტიურებას. ნორმალურ ქვეყანაში ყველა ისჯება, საქართველოში, სამწუხაროდ „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული ადამიანები არ ისჯებიან“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დეკანოიძის შეფასებით, საქართველო ევრორეკომენდაციებს არ ასრულებს.

„12 რეკომენდაცია არ სრულდება – ეს იყო ვარჰეის განცხადება, ეს არის ევროკომისიის განცხადება და რაც არ უნდა პრეზენტაციები აკეთოს ბატონმა ირაკლი კობახიძემ, ეს რეკომენდაციები პრეზენტაციებით ვერ შესრულდება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წლიური მოხსენებით წარდგა.მისი გამოსვლა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

Check Also

ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ახალაშენებული კორპუსების 80-90% აქვთ შეძენილი

საქართველოს ტერიტორიაზე უძრავი ქონებით უცხოელების ინტერესი ბოლო რამდენიმე წელია იზრდება, რაც შესაძლო დემოგრაფიული პრობლემის წინაშე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია