პოლიტიკა

ევროკავშირის საბჭომ ქართველ დიპლომატებსა და ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა

ევროკავშირის საბჭომ ქართველ დიპლომატებსა და ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. გადაწყვეტილება ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს გააფორმეს. შეზღუდვა შეეხება ოფიციალურ პირებს, რომლებიც სარგებლობენ დიპლომატიური პასპორტებით, მათ შორის — აღმასრულებელი და მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებს, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს.

ოფიციალური განცხადების მიხედვით, ქართველი დიპლომატები და ოფიციალური პირები ვეღარ ისარგებლებენ განაცხადის შემცირებული ვადით, დაბალი სავიზო მოსაკრებლით და ნაკლები დამხმარე დოკუმენტის წარდგენის შესაძლებლობით.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას მხარი 24 იანვარს დაუჭირეს და შეზღუდვა ოფიციალურად ბრიუსელში დღეს გაფორმდა. წინადადებაზე ევროკომისიამ იმუშავა, სამუშო დოკუმენტი 23 იანვრითაა დათარიღებული.

ასევე ნახეთ

გაერთიანებული სამეფოს მთავრობა საქნციებს უწესებს კიდევ ოთხ ქართველ ოფიციალურ პირს

გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში ოთხი პირი დაასანქცირა, – ამის შესახებ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია