პოლიტიკა
FILE - The TikTok app logo is pictured in Tokyo, Sept. 28, 2020. University of Wisconsin System officials said Tuesday, Jan. 24, 2023, that they will restrict the use of TikTok on system devices. (AP Photo/Kiichiro Sato, File)

ევროკომისიამ თანამშრომლებს „ტიკტოკის“ გამოყენება აუკრძალა

ევროკომისიამ, უსაფრთხოების მიზეზებით, თანამშრომლებს ჩინური კომპანიის კუთვნილი სოციალური მედიის აპლიკაციის, „ტიკტოკის“ გამოყენება აუკრძალა.

შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს.

როგორ „პოლიტიკოს“ ევროპელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, ევროკომისიის ყველა თანამშრომელს დღეს დილით მათი სამსახურებრივი ელექტრონული მოწყობილობებიდან 15 მარტამდე „ტიკტოკის“ აპლიკაციის წაშლა დაავალეს.

ამასთან, მათ უნდა წაშალონ აპლიკაცია პირადი მოწყობილობებიდანაც იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მოწყობილობით სამსახურთან დაკავშირებულ აპლიკაციას იყენებენ. თუ ევროკომისიის რომელიმე თანამშრომელს არ სურს, პირადი კომპიუტერიდან ან მობილური ტელეფონიდან „ტიკტოკის“ წაშლა, მან უნდა წაშალოს მოწყობილობიდან სამსახურებრივი აპლიკაცია.

როგორც „პოლიტიკო“ წერს, ჩინურ სოციალურ ქსელს, სავარაუდოდ, აკრძალავენ ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებიც, მათ შორის ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი. მედიასაშუალების ცნობით, დასავლური მთავრობები სულ უფრო მეტად შეშფოთებული არიან ცნობების გამო, რომელთა თანახმადაც, ჩინური ტექნოლოგიური კომპანიები ჩინეთის მმართველ კომუნისტურ პარტიას და სადაზვერვო სამსახურებს მთელ მსოფლიოში მონაცემების შეგროვებაში ეხმარებიან.

პოლიტიკოსთვის გაკეთებულ განცხადებაში „ტიკტოკმა“ ევროკომისიის გადაწყვეტილებას შეცდომა უწოდა.

„იმედგაცრუებული ვართ ამ გადაწყვეტილების გამო, რომელიც, გვჯერა, არის შეცდომა და ეფუძნება ფუნდამენტურ გაუგებრობას. ჩვენ დავუკავშირდით ევროკომისიას საკითხში სიცხადის შესატანად და იმის განმარტებისთვის, როგორ ვიცავთ 125 მილიონი ადამიანის მონაცემებს, რომლებიც ევროკავშირის ფარგლებში ყოველთვიურად იყენებენ „ტიკტოკს“, – ნათქვამია „ტიკტოკის“ განცხადებაში.

შეგახსენებთ, ჩინეთის მხრიდან ჯაშუშობის საფრთხის გამო დეკემბერში აშშ-ის მთავრობამ ფედერალური უწყებების თანამშრომლების სამსახურებრივ მოწყობილობებზე „ტიკტოკის“ გამოყენება აუკრძალა.

ასევე ნახეთ

საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს …

ჩანთების ონლაინ მაღაზია