პოლიტიკა
FILE - Volunteers load bodies of civilians killed in Bucha onto a truck to be taken to a morgue for investigation, in the outskirts of Kyiv, Ukraine, Tuesday, April 12, 2022. Ministers from dozens of nations are meeting on Thursday, July 14, 2022 in the Netherlands to discuss with the International Criminal Court’s chief prosecutor how best to coordinate efforts to bring to justice perpetrators of war crimes in Ukraine. (AP Photo/Rodrigo Abd, File)

გაერომ უკრაინაში დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების სტატისტიკა განაახლა

უკრაინაში ომის შედეგად დაღუპულ და დაზარალებულ სამოქალაქო პირებზე ინფორმაციას გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, ვოლკერ თურქი ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: გაეროს მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად, დაიღუპა სულ მცირე 8 006 მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა 13 287.

  • ომის შედეგად, დაიღუპა სულ მცირე 487 და დაშავდა 954 ბავშვი.
  • ორგანიზაცია ადასტურებს, რომ მათ მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მხოლოდ აისბერგის მწვერვალია, რეალური ზარალი კი გაცილებით დიდია.
  • ომს ჰყავს არაპირდაპირი მსხვერპლიც, საკვებისა და საწვავის მაღალმა ფასებმა მსოფლიო მასშტაბით ყველაზე დაუცველი ადამიანები დააზარალა.

დეტალები: გაეროს ანგარიშის მიხედვით, ომმა ყველაზე მეტად ახალგაზრდები და მოხუცები დააზიანა.

  • “ხანდაზმულები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები დიდი გამოწვევების წინაშე დგანან, ზოგიერთ შემთხვევაში ვერ ახერხებენ თავშესაფრებში მისვლას ან სარდაფებში ხანგრძლივი დროის გატარებას მათ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო”, — ნათქვამია მიმოხილვაში.
  • მოსახლეობისთვის განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა ელექტროენერგიის და წყლის დეფიციტის ფონზე ზამთრის ცივ თვეებში თავის გატანა.
  • “თითქმის 18 მილიონ ადამიანს სჭირდება ჰუმანიტარული დახმარება. დაახლოებით 14 მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილებულია საკუთარი სახლებიდან”, — განაცხადა ვოლკერ თურქმა.

მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის დაახლოებით 90,3 % გამოწვეული იყო ფართო არეალის მქონე ასაფეთქებელი იარაღით.

  • აფეთქებათა უმეტესობა დასახლებულ პუნქტებში მოხდა.
  • ომის მიმდინარეობისას, მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ საკუთარ სახლებში მაშინ, როდესაც ოკუპანტები ცდილობენ დაეკმაყოფილებინათ პირველადი საჭიროებები, როგორიცაა წყლის შეგროვება და საკვების ყიდვა.
  • 67 წლის ოლჰა, რომელიც ომის დაწყებიდან მეორე დღეს, საკუთარ სახლთან მდებარე მაღაზიაში რძის საყიდლად გავიდა, სარაკეტო დარტყმას ემსხვერპლა.
  • 60 წლის კაცმა, სერჰიმ, უფლებადამცველებს უთხრა, რომ 2 აპრილს შეესწრო საარტილერიო თავდასხმას, რომლის შედეგადაც მისმა 6 წლის შვილიშვილმა ფეხი დაკარგა.
  • “ოლჰას და სერჰიის მსგავსი ისტორიები ხაზს უსვამს იმ დამანგრეველ ფასს, რომელიც ფრონტის ხაზის ორივე მხარეს სამოქალაქო პირებმა გადაიხადეს და იხდიან”, — აცხადებს თურქი.

ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნას.

  • ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის რუსეთის ხელმძღვანელობას პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს და ამისთვის სამართლებრივი მექანიზმი უნდა არსებობდეს.

ასევე ნახეთ

გაერო-ს უშიშრობის საბჭოს მიერ მიიღებულ რეზოლუციას, რომელიც ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითვალისწინებს, ამერიკამ ვეტო არ დაადო

გაერო-ს უშიშრობის საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და მძევლების უპირობოდ გათავისუფლებას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია