პოლიტიკა

გაერთიანებული სამეფოს მთავრობა საქნციებს უწესებს კიდევ ოთხ ქართველ ოფიციალურ პირს

გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში ოთხი პირი დაასანქცირა, – ამის შესახებ ინფორმაცია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ვებგვერდზე წერია.

მათი განმარტებით, სანქციების ეს პაკეტი მიმართულია საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე, 2020 წლის ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეგულაციის თანახმად.

სანქციები დაუწესდათ გენერალურ პროკურორს გიორგი გაბიტაშვილს, შს მინისტრის მოადგილეს შალვა ბედოიძეს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძესა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კარლო კაციტაძეს. სანქციები გულისხმობს აქტივების გაყინვას, დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქციასა და სამოგზაურო აკრძალვას.

ბრიტანეთის მთავრობა ამ გადაწყეტილებას შემდეგნაირად განმარტავს:

„გიორგი გაბიტაშვილი არის და/ან იყო პასუხისმგებელი იმ საქმიანობის გამოძიებაზე ან სისხლისსამართლებრივ დევნაზე, რომელიც წარმოადგენს სერიოზულ დარღვევას პირის უფლებისა, არ დაექვემდებაროს სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სასჯელს და განზრახ ან დაუდევრად არ შეასრულა ეს ვალდებულება. კერძოდ, „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უსაფრთხოების ძალები ძალადობრივად დაესხნენ თავს საქართველოს მოქალაქეებს, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებს, ჟურნალისტებსა და ახალგაზრდა აქტივისტებს. გენერალური პროკურორის რანგში, გიორგი გაბიტაშვილი პასუხისმგებელია პოლიციის ძალადობისთვის პასუხისმგებელი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან დაკავშირებული გამოძიების ზედამხედველობასა და სისხლისსამართლებრივ დევნაზე, რაც ამ შემთხვევაში მან ვერ შეძლო.

შალვა ბედოიძე არის და/ან იყო პასუხისმგებელი იმ საქმიანობაზე, რომელიც წარმოადგენს სერიოზულ დარღვევას პირის უფლებისა, არ დაექვემდებაროს სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სასჯელს. კერძოდ, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების გამოცხადების შემდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზედამხედველობა გაუწია პოლიციის ძალების მიერ მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობის არაპროპორციულ გამოყენებას.

მირზა კეზევაძე არის და/ან იყო პასუხისმგებელი იმ საქმიანობაში, რომელიც წარმოადგენს სერიოზულ დარღვევას პირის უფლებისა, არ დაექვემდებაროს სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სასჯელს. კერძოდ, „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უსაფრთხოების ძალები ძალადობრივად დაესხნენ თავს საქართველოს მოქალაქეებს, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებს, ჟურნალისტებსა და ახალგაზრდა აქტივისტებს. სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნისას, ამ ძალადობას ხელმძღვანელობდა მირზა კეზევაძე.

კარლო კაციტაძე არის და/ან იყო პასუხისმგებელი იმ საქმიანობის გამოძიებაზე ან სისხლისსამართლებრივ დევნაზე, რომელიც წარმოადგენს სერიოზულ დარღვევას პირის უფლებისა, არ დაექვემდებაროს სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სასჯელს და განზრახ ან დაუდევრად არ შეასრულა ეს ვალდებულება. კერძოდ, „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უსაფრთხოების ძალები ძალადობრივად დაესხნენ თავს საქართველოს მოქალაქეებს, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებს, ჟურნალისტებსა და ახალგაზრდა აქტივისტებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის რანგში, კარლო კაციტაძე პასუხისმგებელია პოლიციის ძალადობის გამოძიებასა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე და ამ შემთხვევაში მან ეს ვერ შეძლო“.

ასევე ნახეთ

ომბუდსმენი – დაუშვებელია საჯარო სამსახურში დასაქმებულთა გათავისუფლება მათ მიერ ღიად გამოხატული სამოქალაქო პოზიციისა თუ მოსაზრებების გამო

სახალხო დამცველის განცხადებით, დაუშვებელია საჯარო სამსახურში დასაქმებულთა გათავისუფლება მათ მიერ ღიად გამოხატული სამოქალაქო პოზიციისა თუ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია