პოლიტიკა

”გუდვილი” ყაზახეთის ბაზარზე შედის

„გუდვილი“ ყაზახეთის ბაზარზე შედის. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას „გუდვილის“ ქსელის მართვის დირექტორმა ირინე ქოსაშვილმა განაცხადა, შემოდგომაზე, ყაზახეთში “გუდვილის“ ფრანჩაიზით „გუდვილი გურმე“ გაიხსნება. ყაზახურ პარტნიორ კომპანიასთან შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და ამ დროისათვის ობიექტის რემონტი მიმდინარეობს, რათა სავარაუდოდ ოქტომბერში „გუდვილი“ ალმატაში გაიხსნას.

”გუდვილი გურმეს ორი ობიექტი წარმატებულად მუშაობს თბილისში და მალე დაემატება მესამე „გუდვილი გურმე“ ბათუმში. აქ არის 60%-ი ფრეშ პროდუქტი წარმოდგენილი, ყოველდღიური მოხმარების საკვები, ჩვენივე წარმოების პროდუქცია. ყაზახეთის „გუდვილი“ იქნება 2 სართული, სადაც პირველ სართულზე საკვები პროდუქტები, ხოლო მეორე სართულზე კაფეტერია, საბავშვო ზონა, და ყველაფერი სახლისთვის განთავსდება“ – განაცხადა ირინე ქოსაშვილმა.

მისი თქმით, ალმატაში „გუდვილი გურმე“ ქალაქის ცენტრში, ცალკე დამოუკიდებელ ობიექტად იქნება წარმოდგენილი და ის მთლიანობაში 700 კვ/მ-ზე გადაიშლება.

ასევე ნახეთ

პარლამენტში 29 ნოემბრიდან უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა

პარლამენტის შენობაში დღეიდან, 29 ნოემბრიდან მის გაუქმებამდე, უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა. წითელი დონის მოქმედების პერიოდში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია