პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – ქართველი ხალხის დასჯას ვერავინ ვერ გაბედავს

ქართველი ხალხის დასჯას ვერავინ ვერ გაბედავს. საუბრობენ კანდიდატის სტატუსის შეჩერებაზე. თვითონ საუბრობდნენ ამდენი ხნის განმავლობაში, რომ კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს ქართველ ხალხს, არა ხელისუფლებას, არამედ ქართველ ხალხს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ასეთ დროს, ვიღაცამ ქართველ ხალხს ჩამოართვას კანდიდატის სტატუსი, ეს სასაცილო იქნება.

„ჩვენ არაფრით არ ვვაჭრობთ. საქართველოს მოსახლეობის 60%-ზე მეტი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“ და გამჭვირვალობის შესახებ კანონს. გვესმის, ამ ქვეყანაში პოლიტიკური უმცირესობა არის რაღაცების წინააღმდეგი, მაგრამ ამ ქვეყანაში არის პოლიტიკური უმრავლესობა, საზოგადოების უმრავლესობა, რომელიც მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“ და კანონს გამჭვირვალობის შესახებ. ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალია ის, რომ 582 ოჯახს გადავეცით ბინა. რასაც თქვენი პარტია აკეთებს, ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ქვეყანას არ ჰქონდეს ევროპული მომავალი“, – აღნიშნა პრემიერმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

ასევე ნახეთ

საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს …

ჩანთების ონლაინ მაღაზია