პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – უსაფრთხოების საბჭოს მოწვევა, საზღვრების ჩაკეტვა სისულელე იყო და ამ სისულელეს ამბობდა ადამიანი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ჰქვია

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტის მიერ უსაფრთხოების საბჭოს მოწოდებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ  საქართველოში უსაფრთხოების საბჭოს მოწვევა და საზღვრების ჩაკეტვა სისულელე იქნებოდა.

მან ასევე აღნიშნა, რომ უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არა პრეზიდენტი, არამედ მთავრობა იღებს.

„რაც შეეხება უსაფრთხოების საბჭოს მოწვევას, საზღვრების ჩაკეტვას და ა.შ. გუშინ უკვე გვიან გაირკვა, რომ ეს ყველაფერი სისულელე იყო. სისულელე და მეტი არაფერი, მაგრამ ამ სისულელეს ამბობდა ადამიანი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ჰქვია. პრაქტიკულად ოპოზიციის ყველა ლიდერი: “ნაცები“, “ევრონაცები“, ხაზარაძე, გახარია, “გირჩელები“ და სხვები, ამ უბრალო სისულელეს ამბობდნენ, რაც დამტკიცდა, რომ სისულელე იყო. მსოფლიოში უსაფრთხოების და უშიშროების საბჭო არავის მოუწვევია, სისულელე იყო უსაფრთხოების საბჭოს მოწვევა იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთში წარიმართა.

პრეზიდენტს აქვს კონკრეტული კომპეტენციები და პრეზიდენტმა მეხუთე წელს მაინც უნდა გააცნობიეროს, რომ ეს საპარლამენტო რესპუბლიკაა, სადაც გადაწყვეტილების მიღებაზე უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით პასუხისმგებელი არა პრეზიდენტი, არამედ მთავრობაა“, – განაცხადა კობახიძე.

ასევე ნახეთ

ლევან ხაბეიშვილი – პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ქართველის ადგილი არის რუსთაველზე 28 აპრილს იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ქართველის ადგილი არის რუსთაველზე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია