პოლიტიკა

„იუნისეფი“ – საქართველოს მთავრობა, გაერო-ს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, უკრაინელი ბავშვიანი მოწყვლადი ოჯახებისთვის ერთჯერად ფინანსურ დახმარებას გასცემს

საქართველოს მთავრობა, გაერო-ს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, უკრაინელი ბავშვიანი მოწყვლადი ოჯახებისთვის ერთჯერად ფინანსურ დახმარებას გასცემს, – ამის შესახებ ინფორმაციას „იუნისეფი“ საქართველო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 470 ლარს თითოეულ ბავშვზე მიიღებენ ის ოჯახები, რომლებიც საქართველოში 2022 წლის პირველი თებერვლის შემდეგ შემოვიდნენ.

„ფინანსური დახმარების მისაღებად უკრაინელი ბავშვების მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა საცხოვრებლის მიხედვით უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ და სამხარეო ოფისებს მიმდინარე წლის პირველ მარტამდე და თან იქონიოს საკუთარი და ბავშვის პასპორტი/დაბადების მოწმობა. კითხვების შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, დარეკონ ცხელ ხაზზე – 1505“, – აცხადებენ „იუნისეფში“.

ასევე ნახეთ

ნატო-მ და ევროკავშირმა სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარაცია გააფორმეს

ევროკავშირმა და ნატო-მ სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარაცია გააფორმეს. დეკლარაციას ხელი ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, ნატო-ს გენერალურმა …