პოლიტიკა

ჯუანშერ ბურჭულაძემ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

23 თებერვალი იუნკერთა ხსოვნის დღეა. საქართველოს პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ იუნკერთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა. საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ ქართველ იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა პარლამენტის ეზოში არსებული იუნკერთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

„იუნკერები 1921 წლის 17-25 თებერვალს იალღუჯასთან, კოჯორთან და ტაბახმელასთან საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძოდნენ. რუსეთთან ომის დროს იუნკრები, სხვა შენაერთებთან ერთად, თბილისის თავდაცვის მარჯვენა სექტორს იცავდნენ. ომის დროს, სამხედრო სასწავლებელში, სიის მიხედვით 183 იუნკერი ირიცხებოდა, რომელთა უდიდესმა ნაწილმა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა მიიღო. მათგან ბრძოლაში დაიღუპნენ ალექსანდრე ახვლედიანი, პლატონ დოლიძე, შალვა ერისთავი, პავლე იაკობაშვილი, ლევან კანდელაკი, ოთარ ლორთქიფანიძე, მიხეილ ლოლუა, ილია და იოსებ ჯანდიერები. მტერთან ბრძოლაში 43 იუნკერი დაიჭრა“, – აღნიშნულია თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე ნახეთ

კახა კალაძე – მინდა, თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრს ვახტანგ გომელაურს მადლობა გადავუხადო წესრიგის აღდგენისთვის, ძალადობის აღმოფხვრისა და არეულობის მცდელობის აღკვეთისთვის

მინდა, თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრს ვახტანგ გომელაურს მადლობა გადავუხადო წესრიგის აღდგენისთვის, ძალადობის აღმოფხვრისა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია