პოლიტიკა

ხანძარი სასტუმრო „ამბასადორში”

სასტუმრო “ამბასადორში” გაჩენილი ხანძრის ფაქტზე პოლიციამ ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მას ცეცხლის წაკიდება და ნივთის დაზიანება ან განადგურება ედება ბრალად.
შსს-ს ცნობით, ეს დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მდებარე სასტუმრო „ამბასადორის“ ერთ-ერთ ნომერში მყოფმა სტუმარმა გააჩინა ხანძარი, რომელიც გავრცელდა სასტუმროს მესამე და მეოთხე სართულზე.

შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე გამოცხადდნენ სამართალდამცველები და მეხანძრე-მაშველები, რომლებმაც დაიწყეს ხანძრის ქრობის სამუშაოები.

სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სასტუმრო „ამბასადორის“ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ასევე ნახეთ

ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ახალაშენებული კორპუსების 80-90% აქვთ შეძენილი

საქართველოს ტერიტორიაზე უძრავი ქონებით უცხოელების ინტერესი ბოლო რამდენიმე წელია იზრდება, რაც შესაძლო დემოგრაფიული პრობლემის წინაშე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია