პოლიტიკა

ხელოვნების სასახლემ ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, ქალბატონ მინაკში ლექსს უმასპინძლა

  როგორც ცნობილია,საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილმა ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს ხელოვნების სასახლის დირექტორთან, გიორგი  კალანდიასთან ერთად მუზეუმის კოლექციები დაათვალიერებინა. სტუმრის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო სასახლეში დაცულმა ინდურმა ნივთებმა და ქართულ ხელოვნებაში ასახულმა ინდურმა კულტურამ.

  სახელმწიფო მინისტრმა ასევე დაათვალიერა ვაჟა ხაჩიურის ნამუშევრების დროებითი ექსპოზიცია. ქალბატონმა მინაქში ლექსმა ქართული კოლექციების ინდოეთში გამოფენის სურვილიც გამოთქვა.

ასევე ნახეთ

ევროკავშირის წარმომადგენლობა – მივესალმებით საქართველოს პარლამენტის განცხადებას დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნის თაობაზე, რაც პოზიტიური ნაბიჯია

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ, მიესალმებიან საქართველოს პარლამენტის განცხადებას …