პოლიტიკა

კომპანია „მოდუსი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

კომპანია „მოდუსი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა.

„მოდუსი“ სამშენებლო-სარემონტო მასალების საბითუმო და საცალო ვაჭრობაში ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა. მოდუსის თანამედროვე სტანდარტის შოურუმებში, გარდა ადგილობრივი წარმოების პროდუქციისა, განთავსებულია ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული პროდუქცია.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მოდუსის ქსელში წარმოდგენილია ყველა სახის სარემონტო-სამშენებლო მასალები, ასევე მულტიბრენდული ავეჯის შოურუმები, საყოფაცხოვრებო და დეკორატიული ნივთები, სველი წერტილების ინვენტარი და აქსესუარები, განათება, ელექტროობა და მრავალი პროდუქტი სხვადასხვა კატეგორიიდან.

„მივესალმებით საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ახალ წევრს BAG-ის დიდ ოჯახში. აღსანიშნავია, რომ კომპანია „მოდუსი“ არის ბაზრის ერთ-ერთი უმსხვილესი ლიდერი. მისი მენეჯმენტი და მთლიანად გუნდი ორიენტირებულია მუდმივ განვითარებაზე და მომხმარებლისთვის საუკეთესო ხარისხის შეთავაზებაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დასახული მიზნების მიღწევისთვის. მოხარულნი ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა შედგა და დარწმუნებული ვართ, რომ წინ ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი საქმე გველოდება“ – განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

ასევე ნახეთ

ცესკო ამომრჩევლებს მოუწოდებს, გადაამოწმონ მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში და გაიგონ, სად უნდა მისცენ ხმა

26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. ამომრჩეველთა თითქმის 90% ხმას ელექტრონული ტექნოლოგიების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია