ყველაფერი ანტიდასავლური, ანტიევროპული თუ ვინმეს გაუკეთებია განცხადებების, კონკრეტული საქმეების სახით, ეს არის რადიკალური ოპოზიცია. ეს არიან ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც დღეს რადიკალებად მოგვევლინებიან, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში, ყველაფერს აკეთებდნენ და გააკეთეს ამ ქვეყნის და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.
კალაძის თქმით, დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ ოპოზიციაში რა რესურსი და რა შესაძლებლობებიც აქვთ, ყველაფერს იყენებს ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ.
„ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანაში არ იყოს მშვიდობა, იყოს დესტაბილიზაცია. ეს არის რადიკალური ოპოზიცია და მინდა, გითხრათ რომ რადიკალიზმი ყოველთვის განწირულია მარცხისთვის. მთელი ამ წლების განმავლობაში ასე ხდებოდა და ასეც იქნება მომავალშიც. ოპოზიცია ძირითადად დაკავებულია სიცრუით. მათ მიერ გაკეთებული ყველა განცხადება შეიცავს ტყუილს, დაფუძნებულია ადამიანების გაშავების მცდელობაზე, ხელისუფლების წარმომადგენლების ოჯახის წევრების შეურაცხყოფაზე. გუშინ ჩვენ არაერთი განცხადების გაკეთება მოგვიწია, რომ ეს იყო ტყუილი, სიცრუე, არ შეესაბამებოდა სიმართლეს და შესაბამისმა სტრუქტურამ, აშშ-ის საელჩომ დაადასტურა ჩვენ მიერ გაკეთებული განცხადება“, – განაცხადა კალაძემ.