“ქართველს ინდოელი და პაკისტანელი ართმევს სამსახურს” – წერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და ხაბეს პოდკასტიდან ამონარიდს აქვეყნებს.
“ძალიან პრობლემატური თემა გახდა ინდოელები. ჩვენი ხალხი ამ ქვეყნიდან გარბის სამუშაოდ, აქ ვიღაცა შემოდის, კიდევ უფრო გაჭირვებული…
ჩვენი, ქართველი ახალგაზრდები დაგვეჩაგრნენ, რა. ისედაც რაღაც კურიერად დაიწყებდა მუშაობას, იქაც ვერ იწყებ მუშაობას, იმიტომ, რომ ამ დამსაქმებელსაც ურჩევნია, რაღა ამას ვუხადო მაგალითად, 20%-იანი წილი, აგერ პენჯაბა მუშაობს 2%-ად.
ჩვენი ახალგაზრდა გოგო-ბიჭების სამუშაო ადგილები დაიკავეს ადამიანებმა, რომლებსაც “დაჟე” ამ სერვისის მოწოდების პრობლემაც აქვს, რა. ხან მისამართი არ იციან, ხან ენა, თავის ენაც არ იცის ზოგმა და ამიტომ ვაქცევ ამას ყურადღებას თორემ, ჩვენ თუ ეკონომიკურად კარგად ვიქნებით, პენჯაბაც იყოს, პაკისტანელიც იყოს, ჩინელიც იყოს, პრობლემა არ მაქვს, ოღონდ საქართველოში ქართველების გარეშე რომ უნდა ბიძინა ივანიშვილს ეს ქვეყანა, ყველა გაყარა აქედან და შემოჰყავს სხვა ერი, მე ამაში სერიოზულ პრობლმას ვხედავ მართლა,
ბიძინა აკეთებს ამას მიზანიმიმართულად, მისი ამოცანა, რუსეთის ამოცანა რა არის – ქართველი გადაჯიშდეს აქედან, მერე აქ რაც მეტი სხვა ერის წარმომადგენელი იქნება, ცხადია, ნაკლები პრობლემა ექნება რუსთან, მერე აფხაზეთიც წაღებულია, სამხრეთ ოსეთიც წაღებულია…
საიმიგრაციო პოლიტიკა არის შესაცვლელი, რომ შემოდის სასწავლებლად ინდოელი, ისწავლოს, სამუშაო ვიზა ვისაც არ აქვს, ნუ იმუშავებენ აქ, ისწავლონ, ფული დახარჯონ, კი ბატონო, პრობლემა არ გვაქვს, ოღონდ ნუ ეწილებიან… ისედაც სამუშაო ადგილი რომ იყოს ჩვენი, სხვა ქვეყანაში კი არ გავიქცეოდით” – ამბობს ხაბეიშვილი.