ცნობილი მალტელი ჟურნალისტის, დაფნე კარუანა გალიციას მკვლელობაში ბრალდებულმა ჯორჯ დეჯორჯომ საინფორმაციო სააგენტო „როიტერთან“ ინტერვიუში დანაშაული აღიარა. როგორც ციხეში ჩაწერილ ინტერვიუში ჯორჯ დეჯორჯო ამბობს, რომ სცოდნოდა, დაფნე კარუანა გალიცია ვინ იყო, მკვლელობისთვის გაცილებით დიდ თანხას მოითხოვდა.
„რომ მცოდნოდა, 10 მილიონს მოვითხოვდი და არა 150 000-ს. ჩემთვის ეს მხოლოდ ბიზნესი იყო, ბიზნესი, როგორც ყოველთვის. რა თქმა უნდა, ამის გამო ვწუხვარ“, – თქვა დეჯორჯომ.
ბრალდებული აცხადებს, რომ სასჯელის შემცირებისა და საპატიმროში „მარტო არწასვლის“ მოტივით, ის ჩვენებას სხვა პირების წინააღმდეგაც მისცემს.
ცნობილი მალტელი გამომძიებელი ჟურნალისტი დაფნე კარუანა გალიცია 2017 წელს საკუთარ ავტომობილში მოკლეს. მალტის მთავრობამ ჯორჯ დეჯორჯოსს და ორ სხვა პირს – მის ძმას, ალფრედ დეჯორჯოსა და თანამზრახველ ვინს მუსკატს გალიციას მლვლელობაში წაუყენა ბრალი. აქამდე ორი ძმა დეჯორჯო მკვლელობაში მონაწილეობას უარყოფდა. მუსკატმა მკვლელობის ბრალდება 2020 წელს აღიარა. მან ამ და სხვა დანაშაულებზე ჩვენების სანაცვლოს, 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.