პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი – ნიკა თავისუფალია! ეს გააკეთა ევროპამ, ამერიკამ და საზოგადოების აქტიურობამ

ნიკა თავისუფალია! ეს გააკეთა ევროპამ, ამერიკამ და საზოგადოების აქტიურობამ – წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალებაზე.

მისთვის ნიკა გვარამიას მიერ მისი ხსენება სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვებიდან პირველსავე წუთებში, ძალიან დასაფასებელია.

„ნიკა თავისუფალია! ეს გააკეთა ევროპამ, ამერიკამ და საზოგადოების აქტიურობამ. ალბათ, ერთადერთი ბედნიერი დღე იყო მთელი ჩემი ტყვეობის განმავლობაში. ძალიან დავაფასე მის მიერ ჩემი ხსენება პირველივე წუთებში.სულიერად ვერ გატეხეს, თუმცა ფიზიკურად აშკარად დაზარალებული ჩანს. ნიკა არის უმაგრესი! ამას ისიც ადასტურებს, რომ მის მიერ შექმნილმა არხმა გაუძლო ამ პერიოდს. ამიტომ დიდი მადლობა “მთავარის” ყველა მებრძოლს. თქვენ სასწაული მოახდინეთ! ნამდვილი ვარსკვლავები და პატრიოტები ხართ.მთავარი ბრძოლა წინაა და ნიკას როლი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ასევე, ვულოცავ მის ოჯახს ამ უსამართლობის დასრულებას. ნიკას ყოველი დღე ციხეში იყო დიდი უსამართლობა!“- წერს მიხეილ სააკაშვილი.

ასევე ნახეთ

ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ახალაშენებული კორპუსების 80-90% აქვთ შეძენილი

საქართველოს ტერიტორიაზე უძრავი ქონებით უცხოელების ინტერესი ბოლო რამდენიმე წელია იზრდება, რაც შესაძლო დემოგრაფიული პრობლემის წინაშე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია