პოლიტიკა

აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს შეხვდა

საქართველოში აშშ-ს საელჩო ინფორმაციას ავრცელებს, სადაც წერია, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა, რათა “ქართველი ხალხის უფლებების დასაცავად მისი და მისი გუნდის საქმიანობის მნიშვნელობა განეხილა”.

მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ის ვინც პასუხისმგებელია სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობაზე, მათ შორის: მომიტინგეებზე, მედიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციის წევრებზე, პასუხი უნდა აგონ.

ამასთან, აშშ-ის საელჩო განცხადებაში წერია, რომ დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ ადამიანები, რომლებიც სარგებლობდნენ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებით.

“დღეს ელჩი დანიგანი სახალხო დამცველს შეხვდა, რათა ქართველი ხალხის უფლებების დასაცავად მისი და მისი გუნდის საქმიანობის მნიშვნელობა განეხილა. ვინც პასუხისმგებელია სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობაზე, მათ შორის: მომიტინგეებზე, მედიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციის წევრებზე, პასუხი უნდა აგონ. დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ ადამიანები, რომლებიც სარგებლობდნენ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებით”, — ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე ნახეთ

აქტუალური თემა

ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესების შეფასება. გადაცემის სტუმრები: პოლიტიკის ექსპერტები: ნიკოლოზ მეტრეველი და ლევან ლორთქიფანიძე

ჩანთების ონლაინ მაღაზია