პოლიტიკა

საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ კვირის ბოლოს გადაწყდება რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობის აღდგენის საკითხი

რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია გზის სიახლოვეს განვითარებულმა მეწყრულმა პროცესებმა. კვირის ბოლოსათვის ცნობილი გახდება პირველადი შედეგი, რის საფუძველზეც შეფასდება, თუ როდის და როგორ იქნება შესაძლებელი რიკოთის უღელტეხილზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა. ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი წერეთელმა ბრიფინგზე განაცხადა.

მან აღნიშნა რომ, მეწყრული უბნის შეისწავლიან როგორც ადგილობრივი, ასევე მოწვეული საერთაშორისო სპეციალისტები.

“30 მარტიდან რიკოთის მონაკვეთზე აიკრძალა სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება, ვინაიდან თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-ზე, არსებული გზიდან მოშორებით, დაახლოებით 200 მეტრში ფერდზე განვითარდა მეწყრული პროცესები. კერძოდ, თოვლის დნობის შემდგომ მიმდებარე ტერიტორიების დათვალიერების შედეგად აღმოჩენილ იქნა ბზარები, რომლებიც ზრდისა და მოძრაობის ტენდენციას განიცდიდა, რაც შესაძლო მეწყრის საშიშროებას წარმოადგენს. სპეციალისტებთან კონსულტაციის შემდეგ, პოტენციური რისკების გათვალისწინებით და ნებისმიერი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოძრაობის დროებით შეზღუდვის შესახებ.

მეწყრული უბნის შესასწავლად მოწვეული არიან როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო სპეციალისტები. დღეის მდგომარეობით, ჩატარებულია და მიმდინარეობს ფერდის კომპლექსური შესწავლა, მიმდინარეობს ტოფოგრაფიული, გეოფიზიკური და გეოლოგიური კვლევები, რომელთა დასრულების შემდეგ შესაძლებელი იქნება, ვიმსჯელოთ შემდგომ ნაბიჯებზე და შევაფასოთ სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენის შესაძლებლობები“, – განაცხადა გიორგი წერეთელმა.

ამ დროისთვის, გომი-საჩხერე -ჭიათურის 109 კმ-იან გზაზეა გადართულია სატრანსპორტო მოძრაობა, აღნიშნული გზის მხოლოდ 6 კმ-იან მონაკვეთზე მიმდინარეობს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც გადაადგილებას აფერხებს. ამის გამო გზების დეპარტამენტი მოსახლეობას კიდევ ერთხელ უხდის ბოდიშს. გადაწყვეტილება უკიდურესი აუცილებლობის გამო და მგზავრთა უსაფრთხოებისათვის იყო მიღებული.

გზების დეპარტამენტი ყველაფერს აკეთებს, რათა დროულად აღდგეს უსაფრთხო გადაადგილება სატრანსპორტო ნაკადებისათვის,  განაცხადა გიორგი წერეთელმა.

 

ასევე ნახეთ

საქართველოს საპატრიარქო – დროა, შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან მშვიდობიანი გამოსავლის საძიებლად, ურთიერთობებმა გადაინაცვლოს ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან

საქართველოს საპატრიარქო  რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციებთან დაკავშირებით, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს აპროტესტებენ, განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია