პოლიტიკა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ეწვევა

2022 წლის 5-7 ოქტომბერს იარაღის კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბონი დენის ჯენკინსი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

შესაბამისი განცხადება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

უწყების ცნობით, საქართველოში ვიზიტის დროს ჯენკინსი ცენტრალურ აზიისა და კავკასიის რეგიონში ბიოუსაფრთხოების ასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოვა და „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრებს.

ამასთან, როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზეა აღნიშნული, ბონი ჯენკინსი საქართველოში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

ასევე ნახეთ

ევროკავშირის საბჭომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალ წესებს მხარი დაუჭირა

ევროკავშირის საბჭომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალ წესებს მხარი დაუჭირა, – ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...