პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი – Georgian Airways-ისთვის სანქციების დაწესება „სამართლიანი და პოლიტიკურად სწორი ნაბიჯია

”ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ უკრაინის მიერ ქართული კომპანია Georgian Airways-ისთვის სანქციების დაწესება „სამართლიანი და პოლიტიკურად სწორი ნაბიჯია.“

„ვფიქრობ, რომ ყველას უნდა ესმოდეს, რომ დღეს უკრაინისთვის და უკრაინასთან ერთად მისი მოკავშირეებისთვის, გადამწყვეტად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის დაწესებული სანქციების რეჟიმის დაცვა. როდესაც ესა თუ ის ბიზნესი იღებს გადაწყვეტილებას, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები აწარმოოს, ვფიქრობ, სრულიად ბუნებრივი შედეგია, რომ უკრაინა სანქციების რეჟიმს იღებს. ეს არის სამართლიანი და პოლიტიკურად სწორი ნაბიჯი. ამ მაგალითზე ყველამ უნდა ისწავლოს ჭკუა და უპირველესად, საქართველოს ხელისუფლებამ, რომელიც ხელს უწყობს ყველას, ვისაც სურს უკრაინის საწინააღმდეგოდ სანქციების რეჟიმის დარღვევა რუსეთთან მიმართებით“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-ს სანქციები დაუწესდა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

ასევე ნახეთ

პარლამენტი რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდეშეწყვეტის საკითხს განიხილავს

პარლამენტი მიმდინარე კვირის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, რომელიც 1 და 2 ივლისს გაიმართება, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია