პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი ლევან იოსელიანს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე პრეზიდენტმა სახალხო დამცველს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და წარმატება უსურვა. მხარეებმა დემოკრატიული ღირებულებების სტანდარტებსა და ინსტიტუციის დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

სალომე ზურაბიშვილმა სახალხო დამცველს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვითი საქმიანობის წარმართვაში მხარდაჭერა გამოუცხადა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

ასევე ნახეთ

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“

ევროპარლამენტმა რეზოლუცია სახელწოდებით „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“ მიიღო.რეზოლუციას მხარი 324 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია