პოლიტიკა

საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ ილონ მასკის Starlink-ს ავტორიზაცია მიანიჭა

ილონ მასკის დაარსებულმა კომპანია SpaceX-ის Starlink-მა კომუნიკაციების კომისიაში სატელიტური ინტერნეტ სერვისების მიწოდების მიზნით დღეს ავტორიზაცია გაიარა. ინფორმაციას საქართველოს კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კომპანიამ ავტორიზაციის მოთხოვნით კომუნიკაციების კომისიას 2022 წლის 8 ივლისს მიმართა.

„Starlink Georgia საქართველოში პრაქტიკული საქმიანობის დასაწყებად ემზადება. ავტორიზაციის პირობების შესაბამისად, SpaceX საქართველოში Starlink-ის თანამგზავრულისისტემებით მაღალსიჩქარიან ფართოზოლოვან ინტერნეტ მომსახურებას მიაწოდებს.

SpaceX-ის წარმომადგენელი გასული თვის ბოლოს კომუნიკაციების კომისიას სტუმრობდა, სადაც კომუნიკაციების კომისიის თანამშრომლებთან ერთად SpaceX-ის Starlink-ის სატელიტური ინტერნეტ სერვისის საქართველოში გაშვების საკითხი განიხილეს. შეხვედრაზე კომუნიკაციების კომისიისა და Starlink-ის წარმომადგენლები ასევე სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

Starlink მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია. SpaceX-ს დღეისათვის 2700-ზე მეტი Starlink-ის დაბალ ორბიტალური (LEO) თანამგზავრი ჰყავს გაშვებული.Starlink განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო მაღალმთიან რეგიონებში ასევე ფართოზოლოვანი ინტერნეტ დაფარვის არმქონე დასახლებებშია. Starlink-ის დანერგვის შემდეგ ყველა ასეთ გეოგრაფიულ არეალში მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე ნახეთ

სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 38 გრადუსამდე მოიმატოს

23-25 აპრილს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 25 აპრილს ცხელი და ქარიანი ამინდი იქნება, ამის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია