პოლიტიკა

სერჟანტ როინ შავაძის წამებისა და ორგანიზებული მკვლელობის საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ დაიწყო, 8 უკვე დაკავებულია, ორ მათგანზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული

აგვისტოს ომის და საერთაშორისო სამშვიდობო მისიების მონაწილე, სერჟანტი როინ შავაძე 2008 წლის 16 აგვისტოს კუდის მაღალჩინოსნების დაკვეთით სპეცრაზმმა სასტიკად სცემა, ბათუმიდან გურიის მიმართულებით გაიტაცა და კალაშნიკოვის ავტომატებით ჩაცხრილა. სასტიკად ნაწამებ სამხედრო მოსამსახურეს ჯამში 40 ტყვია ესროლეს. 15 წლის შემდეგ საქმე გახსნილად გამოცხადდა.

როინ შავაძის წამებისა და ორგანიზებული მკვლელობის საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 10 პირის მიმართ, რომელთაგან 8 დააკავეს, ორზე კი საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. ხელახალ გამოძიებას საფუძვლად დაედო 2020 წელს, სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, რომლის თანახმად როინ შავაძის მიმართ დაირღვა ევროკონვცენციით დაცული სიცოცხლის უფლება.

გამოძიების ინფორმაციით, სიცოცხლის უკანონო ხელყოფის შესანიღბად კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა შექმნა ლეგენდა, რომ თითქოს როინ შავაძე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს, თბილისში ეტაპირების დროს კი გაქცევა სცადა. ამ ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს ორი მთავარი გარემოება: იმ დროს რუსეთის საოუკუპაციო ძალების მიერ გორის ცენტრალური მაგისტრალი მთლიანად ბლოკირბეული იყო, რაც ბათუმში დაკავებული როინ შავაძის თბილისში გადმოყვანას შეუძლებელს ხდიდა. გარდა ამისა, ექსპერტიზით დასტურდება, რომ სიცოცხლეში მიყენებული მრავლობით მოტეხილობების გამო დაკავებული როინ შავაძე არათუ გაქცევას, არამედ ნელი ნაბიჯებით გადაადგილებასაც კი ვერ შეძლებდა.

ბრალდებულთა შორისაა აჭარის კუდის ყოფილი უფროსი თეიმურაზ პატარიძეც. ამჟამად ის საქართველოში არ იმყოფება და ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ის ბრალს არ აღიარებს.

დანაშაულს არც სხვა ბრალდებულები აღიარებენ. დაკავებულები კუდის მიერ 15 წლის წინ გაჟღერებულ ვერსიას ყვებიან, რომ როინ შავაძის ლიკვიდაცია გარდაუვალი აუცილებლობის გამო მოხდა.

გამოძიების შედეგით კმაყოფილია როინ შავაძის ოჯახი. მისი მეუღლე ამბობს, რომ დამნაშავეების დაკავებით 15 წლიანი ლოდინის შემდეგ სამართლიანობა აღდგა. მიიჩნევს.

პროკურატურაში ამბობენ, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა როინ შავაძე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაზე არსებული ეჭვის გამო მოკლეს, თუმცა მისი მსგავსიცსაქმიანობა არ დადასტურდა.

ასევე ნახეთ

ირაკლი კობახიძე – ქართველი ხალხის დასჯას ვერავინ ვერ გაბედავს

ქართველი ხალხის დასჯას ვერავინ ვერ გაბედავს. საუბრობენ კანდიდატის სტატუსის შეჩერებაზე. თვითონ საუბრობდნენ ამდენი ხნის განმავლობაში, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია