პოლიტიკა

„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა პირველი მოსმენით, 87 ხმით მიიღო “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილება, რომელიც საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნას ითვალისწინებს.

ცვლილებების მიხედვით, გამოძიების დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გამომძიებელი, თუმცა სავალდებულოა, რომ მან ამის შესახებ 12 საათის ვადაში, ნებისმიერი ფორმით, პროკურორს შეატყობინოს. ასევე, პროკურორი უფლებამოსილია, შეისწავლოს გამოძიების დაწყებაზე უარის თქმის გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი და გამომძიებელს მისცეს მითითება, რომ დაიწყოს ამა თუ იმ საქმეზე გამოძიება.

კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, პროკურორი უფლებამოსილია, გამოძიების დაწყებაზე უარის შესახებ საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საგამოძიებო მიმართულების ხელმძღვანელს მისცეს მითითება გამოძიების დაწყების თაობაზე.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის პროექტი ევროკავშირის რეკომენდაციების ერთ-ერთი პუნქტის შემადგენელი ნაწილია.

ასევე ნახეთ

პროკურატურა – ნიკო კვრაცახელიას მკვლელობა მამაზე ე.წ. კანონიერ ქურდ გია კვარაცხცელიაზე შურისძიებას უკავშირდება

ნიკო კვრაცახელიას მკვლელობა მამაზე ე.წ. კანონიერ ქურდ გია კვარაცხცელიაზე შურისძიებას უკავშირდება | პროკურატურის განცხადებით, საქმე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...