პოლიტიკა

თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობა ძვირდება

საქართველოს რკინიგზა თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავ ორსართულიან სამგზავრო მატარებლებზე ტარიფებს აძვირებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ცვლილება ბოლო წლებში გაზრდილი ელექტროენერგიის, მატარებლების მოვლა-შენახვის, მასალების და სხვა ხარჯების შედეგია.

25 ივლისიდან თბილისი- ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე ორსართულიანი მატარებლებით მგზავრობის ღირებულებაა:

  • მეორე კლასი – 34 ლარი;
  • პირველი კლასი – 74, 00 ლარი;
  • ბიზნეს კლასი – 124 ლარი;

უცვლელი დარჩა თბილისი-ფოთის, ზუგდიდის, ოზურგეთის და ქუთაისის მიმართულებაზე მოძრავი სამგზავრო მატარებლებით მგზავრობის ღირებულება. ძალაში რჩება ყველა შეღავათი მაგისტრალური მიმოსვლის ელექტრომატარებელზე სტუდენტებისთვის, ომის ვეტერანებისა და რკინიგზელებისთვის. ასევე მოქმედებს საბავშვო ტარიფი (50%-იანი) – 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ყველა კატეგორიის ადგილებზე. აგრეთვე 5 წლამდე ასაკის ერთი ბავშვი იმგზავრებს უფასოდ მგზავრთან ერთად, თუ იგი არ დაიკავებს ცალკე ადგილს.

ასევე ნახეთ

ნანუკა ჟორჟოლიანი მის არასრულწლოვან შვილზე გავრცებულ ინფორმაციას ეხმაურება

ნანუკა ჟორჟოლიანი მისი შვილის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. “რუსთავი 2”-მა ცოტა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია