პოლიტიკა

თურქეთმა ექსპორტი ყველაზე მეტად საქართველოსა და ბულგარეთში გაზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის პერიოდში თურქეთის ექსპორტი მეზობელ ბულგარეთში, საქართველოში, ერაყში, ირანში, სირიასა და საბერძნეთში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25,4%-ით გაიზარდა და 11,4 მილიარდ დოლარს მიაღწია, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ვაჭრობის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

თურქეთის ვაჭრობის სამინისტროსა და თურქეთის ექსპორტიორთა ასამბლეის მონაცემებით, თურქეთიდან მიმდინარე წლის 6 თვეში ექსპორტი 20%-ით გაიზარდა და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რეკორდი დაამყარა. ამ ხნის განმავლობაში თურქეთიდან განხორციელებული ექსპორტის მთლიანმა შემოსავალმა 126 მილიარდი დოლარი შეადგინა.

იანვარ-მაისის მონაცემებით, თურქეთიდან საქართველოში 1 295 544,6 ათას დოლარის პროდუქციის იმპორტი განხორციელდა. რაც შეეხება წლიურ სტატისტიკას, ბოლო წლების მაჩვენებლები მზარდია, გამონაკლისი მხოლოდ 2020 წელია.

ასევე ნახეთ

პარლამენტის ახალი რეგლამენტით რამდენიმე საპარლამენტო ინსტრუმენტი გაუქმდება

პარლამენტის ახალი რეგლამენტის ამოქმედების შედეგად, რამდენიმე საპარლამენტო ინსტრუმენტი გაუქმდება. უქმდება „მინისტრის საათი“, რა ფორმატშიც მთავრობის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია