Breaking News

თურქეთში საქართველოს ელჩი და საელჩოს თანამშრომლები სტიქიის ზონაში ჩავიდნენ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილების შესაბამისად, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა საელჩოს თანამშრომლებთან ერთად, სტიქიის ზონაში ჩავიდა.

საგარეო უწყების ცნობით, ქართველი დიპლომატები შეხვედრებს გამართავენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მოინახულებენ საქართველოს მოქალაქეებს მათი საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით.

საელჩოს წარმომადგენლები ასევე შეხვდებიან საქართველოდან თურქეთში ჩასულ მაშველებს, რომლებიც რამდენიმე დღეა, სტიქიის ზონაში მუშაობენ.

„საქართველოს საელჩო, გაზიანთეფში მოხმდარი დამანგრეველი მიწისძვრის პირველივე წუთებიდან, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს საქართველოს მოქალაქეთა დასახმარებლად. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სტიქიას საქართველოს ხუთი მოქალაქე ემსხვერპლა. ათობით მოქალაქე სტიქიის ზონიდან გადაყვანილია თურქეთის სხვა რეგიონებსა და ქალაქებში, ასევე ზოგიერთი მათგანი უკვე დაბრუნდა საქართველოში“, – აცხადებენ უწყებაში.

Check Also

მესტიაში საკურას ხეები დაირგვება

იაპონიის ალპინისტური კლუბის 120 წლის იუბილეს აღსანიშნავად 2025 წელს მესტიაში იაპონური კულტურის უნიკალური სიმბოლო, ალუბლის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია