აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ პოკროვსკის მერის მოადგილის, მარგარიტა იდრისოვას თქმით, დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაშავდა.
“თოთხმეტი ადამიანი საშუალო და მსუბუქი დაზიანებებით დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაღუპულია,” – განაცხადა პოკროვსკის მერის მოადგილემ.
იდრისოვა აცხადებს, რომ სარაკეტო თავდასხმის შედეგად ქალაქში 30 შენობა დაზიანდა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ პოკროვსკი ფრონტის ხაზებიდან 40 კილომეტრშია, მაგრამ მისი თქმით, საჰაერო და სარაკეტო თავდასხმები გაიზარდა, რადგან რუსული ძალები დონეცკში უკრაინის თავდაცვის შესუსტებას ცდილობენ.