პოლიტიკა

უკრაინის ქალაქ პოკროვსკზე სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულები

აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ პოკროვსკის მერის მოადგილის, მარგარიტა იდრისოვას თქმით, დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაშავდა.

“თოთხმეტი ადამიანი საშუალო და მსუბუქი დაზიანებებით დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაღუპულია,” – განაცხადა პოკროვსკის მერის მოადგილემ.

იდრისოვა აცხადებს, რომ სარაკეტო თავდასხმის შედეგად ქალაქში 30 შენობა დაზიანდა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ პოკროვსკი ფრონტის ხაზებიდან 40 კილომეტრშია, მაგრამ მისი თქმით, საჰაერო და სარაკეტო თავდასხმები გაიზარდა, რადგან რუსული ძალები დონეცკში უკრაინის თავდაცვის შესუსტებას ცდილობენ.

ასევე ნახეთ

ირაკლი კობახიძე – ქართველი ხალხის დასჯას ვერავინ ვერ გაბედავს

ქართველი ხალხის დასჯას ვერავინ ვერ გაბედავს. საუბრობენ კანდიდატის სტატუსის შეჩერებაზე. თვითონ საუბრობდნენ ამდენი ხნის განმავლობაში, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია