პოლიტიკა

ვუშვებ მომავალში საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობას, რათა მოვინახულო ჩემი წინაპრების საფლავები – სერგეი გავრილოვი

საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების და პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება თბილისს სარგებელს მოუტანს. ეს არის რუსეთის წინააღმდეგ ომში მონაწილეობაზე ქვეყნის ხელმძღვანელობის უარის შედეგი – განაცხადა რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა გამოცემა Life.ru-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

„ათასობით ქართველს ეს სურდა, რადგან ეს ხელს უწყობს ტურისტული კონტაქტებისა და ახალგაზრდების გაცვლის პროცესის გაფართოებას, ვაჭრობის პროცედურების გამარტივებას, არაერთი საინვესტიციო პროექტის განბლოკვას, რომელთა განხორციელება დააკავშირებს რუსეთსა და საქართველოს „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ სატრანსპორტო დერეფნის ფარგლებში, გააძლიერებს ევრაზიის ინფრასტრუქტურული დერეფნების ქსელს“ , – განაცხადა რუსმა დეპუტატმა.

გავრილოვი ამბობს, რომ თავად საქართველოში ჩამოსვლას ჯერ არ გეგმავს, მაგრამ მოსკოვში ელოდება თავის ქართველ კოლეგებს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან.

„თუმცა, ვუშვებ მომავალში საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობას, რათა მოვინახულო ჩემი წინაპრების საფლავები, რომლებიც იცავდნენ ჩვენს ქვეყანას დიდი სამამულო ომის დროს“, – დასძინა გავრილოვმა.

ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. პუტინის განკარგულების თანახმად, სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდება. ამას გარდა, მან რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვაც მოხსნა.

ასევე ნახეთ

საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს …

ჩანთების ონლაინ მაღაზია