პოლიტიკა

დღეს უკრაინა ყველაზე დანაღმული ქვეყანაა მსოფლიოში – უკრაინის თავდაცვის მინისტრი

  1. უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ დღეს უკრაინა ყველაზე დანაღმული ქვეყანაა მსოფლიოში, კონტრშეტევის დროს უკრაინელი სამხედროები ზოგჯერ ერთ კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიაზე 5 რუსულ ნაღმს აწყდებიან.

„დღეს უკრაინა ყველაზე დანაღმული ქვეყანაა მსოფლიოში. ასობით კილომეტრი დანაღმული ველი, მილიონობით ასაფეთქებელი მოწყობილობა, ფრონტის ზოგიერთ სექტორში კვადრატულ მეტრზე ხუთი ნაღმია. რუსების მიერ დანაღმული ველები სერიოზული დაბრკოლებაა ჩვენი ჯარებისთვის, მაგრამ არა გადაულახავი. ჩვენ გვყავს კვალიფიციური მესანგრეები და გვაქვს თანამედროვე აღჭურვილობა, მაგრამ ეს უკიდურესად არასაკმარისია ფრონტისთვის, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთით და სამხრეთით ასობით კილომეტრზეა გადაჭიმული”, – აცხადებს ოლექსი რეზნიკოვი.

დნიპროს მეჩნიკოვის საავადმყოფოს მთავარი ექიმი, სერჰი რიჟენკო კი ამბობს, რომ დღეში 50-დან 100-მდე ჯარისკაცს იღებს და მათი უმრავლესობის დაზიანებების მიზეზი არტილერიის შემდეგ ნაღმებია.

ასევე ნახეთ

უკრაინულმა ძალებმა კურსკის რეგიონში მდინარე სეიმის ხიდი დაბომბა

უკრაინის არმიამ რუსეთის კურსკის რეგიონში მდინარე სეიმის ხიდი დაბომბა, რის შემდეგაც ხიდი ჩაინგრა, ამის შესახებპპ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია