პოლიტიკა

დმიტრო კულებამ დასავლელ ანალიტიკოსებს მოუწოდა, უკრაინის კონტრშეტევის შესახებ პროგნოზების გაკეთებისას სიფრთხილე გამოიჩინონ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ დასავლელ ანალიტიკოსებს მოუწოდა, უკრაინის კონტრშეტევის შესახებ პროგნოზების გაკეთებისას სიფრთხილე გამოიჩინონ.

”ჩვენ მშვიდად ვხვდებით ამგვარ განცხადებებს. უსახელო ოფიციალური პირების, გენერლებისა და ანალიტიკოსების აზრით, უკრაინას 2022 წლის თებერვალში 3-10 დღეში არსებობა უნდა შეეწყვიტა. ახლა ისინი ვარაუდობენ, რომ უკრაინა მთელ თავის ტერიტორიას ასე სწრაფად ვერ დაიბრუნებს. მინდა ვთქვა, რომ რომ ანალიტიკოსებმა პროგნოზებისა და გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთებისას მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ”, – აღნიშნა კულებამ.

მან უკრაინელ ხალხს მოუწოდა, გამოიჩინონ მოთმინება გამარჯვების გზაზე.

“გვჭირდება მეტი გრძელვადიანი შესაძლებლობა მეტი მოკლევადიანი შედეგის მისაღწევად. არასოდეს შეაფასოთ უკრაინა არასათანადოდ. იყავით თავდაჯერებული. გამოიჩინეთ მოთმინება, გამარჯვება რთული შრომაა”, – განაცხადა კულებამ.

ასევე ნახეთ

რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად უკრაინის ტერიტორიაზე, 33 ადამიანი დაიღუპა და 140 დაშავდა

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად, 33 ადამიანი დაიღუპა და 140 დაშავდა, – ამის შესახებ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია