პოლიტიკა

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ უკრაინას ვიზიტით ეწვევა მაშინ, როდესაც მზად ექნება „კონკრეტული წინადადებები და კონკრეტული გადაწყვეტილებები“

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ უკრაინას ვიზიტით ეწვევა მაშინ, როდესაც მზად ექნება „კონკრეტული წინადადებები და კონკრეტული გადაწყვეტილებები“. ამის შესახებ მარკონმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში აღნიშნა,

„აბსოლუტურად გულწრფელად გეტყვით: აუცილებლად ჩამოვალ. მე მაქვს წესი, ჩემი ვიზიტი მაქსიმალურად სასარგებლო უნდა იყოს უკრაინისთვის. მე ჩამოვალ უკრაინაში კონკრეტული წინადადებებით, კონკრეტული გადაწყვეტილებებით“, – განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მისი ვიზიტი „ძლიერი გზავნილის და თანამშრომლობის ახალი მიმართულებების“ აღმნიშვნელი იქნება.

ორშაბათს ელისეის სასახლეში განაცხადეს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინას უახლოეს კვირებში ეწვევა. ვიზიტის კონკრეტული თარიღი ამ დროისთვის უცნობია.

ასევე ნახეთ

უკრაინის, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, ბრიტანეთის ლიდერებმა სტამბოლის მოლაპარაკების შედეგები დონალდ ტრამპთან განიხილეს

სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია