პოლიტიკა

ემანუელ მაკრონი – ეს ომი მხოლოდ რუსეთმა დაიწყო – დღეს კი ცხადია, რომ მხოლოდ რუსეთმა აირჩია მისი გაგრძელება

ეს ომი მხოლოდ რუსეთმა დაიწყო. დღეს კი ცხადია, რომ მხოლოდ რუსეთმა აირჩია მისი გაგრძელება – ადამიანების სიცოცხლის, საერთაშორისო სამართლისა და პრეზიდენტ ტრამპის დიპლომატიური ძალისხმევის აშკარა უგულებელყოფით, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„დღეს დილით, ორი რუსული რაკეტა უკრაინის ქალაქ სუმის გულში დაეცა, რამაც უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები, იმსხვერპლა. ყველამ იცის: ეს ომი მხოლოდ რუსეთმა დაიწყო. დღეს კი ცხადია, რომ მხოლოდ რუსეთმა აირჩია მისი გაგრძელება – ადამიანების სიცოცხლის, საერთაშორისო სამართლისა და პრეზიდენტ ტრამპის დიპლომატიური ძალისხმევის აშკარა უგულებელყოფით“, – წერს მაკრონი.

მისი თქმით, იმისთვის, რომ რუსეთი აიძულონ, ცეცხლი შეწყვიტოს, მკაცრი ზომებია საჭირო.

„რუსეთისთვის ცეცხლის შეწყვეტის დასაწესებლად მკაცრი ზომებია საჭირო. საფრანგეთი დაუღალავად მუშაობს ამ მიზნის მისაღწევად, თავის პარტნიორებთან ერთად. მივმართავ მსხვერპლებს, დაჭრილებს და მთელ უკრაინას, რომელიც წინააღმდეგობას აგრძელებს: ჩვენი სოლიდარობა, ჩვენი პატივისცემა, ჩვენი ურყევი ერთგულება თქვენ“, – წერს მაკრონი.

ასევე ნახეთ

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა მას ამერიკისთვის ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის გადაცემა შესთავაზა

აშშ-ის პეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან საუბრის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო-მიმართვისას დაადასტურა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია