პოლიტიკა

ეს არის ის, რაც ბოლო დროს აბსოლუტურად ფანტასტიკა იყო, მაგრამ რეალობად იქცევა – ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-სთან ერთად იარაღის წარმოებაზე

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის გადაწყვეტილებას უკრაინასთან ერთად იარაღისა და თავდაცვის სისტემების ერთობლივი წარმოების შესახებ ისტორიულად აფასებს.

“არსებობს ამერიკის ისტორიული გადაწყვეტილება იარაღისა და თავდაცვითი სისტემების, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემის, ერთობლივი წარმოების შესახებ. ეს არის ის, რაც ბოლო დროს აბსოლუტურად ფანტასტიკა იყო, მაგრამ რეალობად იქცევა. ჩვენ ამას რეალობად ვაქცევთ”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

22 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებში ვიზიტის შემდეგ მას ჰქონდა არაერთი მნიშვნელოვანი შედეგი, მათ შორის შეთანხმება იარაღის, კერძოდ, საჰაერო თავდაცვის სისტემების ერთობლივ წარმოებაზე.

ასევე ნახეთ

უკრაინულმა ძალებმა კურსკის რეგიონში მდინარე სეიმის ხიდი დაბომბა

უკრაინის არმიამ რუსეთის კურსკის რეგიონში მდინარე სეიმის ხიდი დაბომბა, რის შემდეგაც ხიდი ჩაინგრა, ამის შესახებპპ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია